სწორად გადაღებული სურათების ვარიანტები:
მოთხოვნები სურათის მიმართ სრულად წაიკითხეთ ქვემოთ



სურათი გადაღებული უნდა ოყოს ბოლო 1 წლის განმავლობაში
ჩვენთან ადგილზე მოსვლის შემთხვევაში სურათის
გადაღება და პარამეტრებზე დაყენება შედის ღირებულებაში.

წინააღმდეგ შემთხვევაში ეცადეთ ფოტო გადაიღოთ პროფესიულ სტუდიაში და მოგვაწოდოთ ციფრული ფორმატით (დისკით) და არა ამობეჭდილი.

გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • ვიზუალურად სურათი უნდა იყოს კარგი ხარისხის და არ უნდა ირღვეოდეს კონტრასტი;
  • სახე უნდა იყურებოდეს პირდაპირ;
  • უნდა ჩანდეს მხრები და თავის ზომა დაახლოებით უნდა იყოს სურათის 50% ვერტიკალში;
  • თავსაბურავის და საყურეს გარეშე, თმა არ ფარავდეს სახის ნაწილებს;
  • სურათის უკანა ფონი უნდა იყოს ერთი ფერის (ღია ფერის), ნეიტრალური;
  • წვერები და სათვალე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას ატარებთ მუდმივად, მაგალითად ტრადიციებიდან გამომდინარე;
  • სურათს არ უნდა ჰქონდეს ჩრდილები, ანარეკლები სახეზე, არ გამოიყენოთ მკვეთრი მაკიაჟი;.

ფოტოს ციფრული პარამეტრები:
  • ციფრული კამერით გადაღებული: 600/600 px, მაქს.ზომა: 240 კბ;
  • დასკანირებული ფორმით: 300 dpi (inch); 600/600 px, მაქს.ზომა: 240 კბ.