![]() |
||||||
![]() |
||||||
მიმდინარეობს ჩვენ უკვე 10 წელია წარამტებით ვემსახურებით ამ საქმეს რეგისტრაციის პერიოდი: 01.10.2013 - 02.11.2013 რეგისტრაციის ღირებულება 20.00 ლარი როცა მობრძანდებით ჩვენთან, დარწმუნდით, რომ იმყოფებით მე-8 სართ, 811 ოთახში, რადგან ჩვენი სახელით შეიძლება სარგებლობდეს უცხო ფირმა სხვა სართულზე. გისურვებთ წარმატებებს! კომპანია ”სპარ” ჩვენი მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გმზ. 16, მე-8 სართული; 811 ოთახი. (მეტრო სამედიცინოსთან, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობა) ტელ: 2 37-46-29; 2 424-700; 2 305-212; მობ: 593 188-661; 571 990-624 ჩვენი რჩევა: ასევე გაითვალისწინეთ, რომ გათამაშების პერიოდში იქმნება ბევრი დროებითი ფირმა, რომლებიც ათამაშებენ ”მწავნე ბარათს”, თუმცა შემდგომში უკვალოდ ქრებიან და პასუხის გამცემიც არავინ რჩება. ხოლო შედეგების გამოქვეყნება ხდება მომსახურების გაწევიდან 6 თვეში (01.05.2014-ში). ჩვენ ბევრი ასეთი პიროვნება გვიკავშირდება, ვინც ასეთ გაურკვეველ კომპანიაში დარეგისტრირდა და მათ მიერ გაცემული მომაცემებით ვერ ამოწმებენ თავიანთ შედეგებს. ასეთ პიროვნებებს ჩვენ რა თქმა უნდა ვერაფრით ვეხმარებით, რადგან არ ვფლობთ რეგისტრაციის კოდს თუ ჩვენს მიერ არაა გაცემული. ჩვენი კომპანია ”მწვანე ბარათს” ათამაშებს უკვე 2003 წლიდან, ხოლო 2005 წლიდან მუდმივად ვიმყოფებით აღნიშნულ მისამართზე. ჩვენ გამოქვეყნებული გვაქვს შედეგების შემოწმების ზუსტი ინსტრუქცია. სარჩევი: |
||||||
რეკლამა საიტზე:
|
|
|||||
|
||||||
![]() "მწვანე" ბარათი (US Green Card "გრინ-ქარდი".) - წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ნებისმიერ პიროვნებას აძლევს უფლებას მუდმივად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში (Экономика США), ხოლო 5 წლის შემდეგ თავის ოჯახის წევრებთან ერთად ეძლევა ამერიკის მოქალაქეობა. მწვანე ბარათის მფლობელ ემიგრანტს უფლება აქვს შეერთებულ შტატებში იცხოვროს განუსაზღვრელი პერიოდი და არ შეიცვალოს თავისი მოქალაქეობა, მაგრამ გამოიყენოს ამერიკის მოქალაქის ყველა უფლება (გარდა არჩევნებში მონაწილეობისა). ყველაზე ადვილი და რეალური საშუალება მოვიპოვოთ "მწვანე" ბარათი არის მონაწილეობის მიღება "მწვანე" ბარათის გათამაშებაში, რომელიც ყოველწლიურად ოფიციალურად ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს. ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებულთა სტატისტიკა ასეთია:
მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკა DV 2007 - 2013 / ჩამოტვირთეთ |
||||||
|
||||||
DV-2015 გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა განცხადება გაიგზავნოს მკაცრად განსაზღვრული პერიოდის შუალედში: 01.10.2013-დან 02.11.2013 -მდე. გადატვირთულობის გამო შესაძლებელია ბოლო დღეს განაცხადები ვერ მივიღოთ. განცხადება გაგზავნილი უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სპეციალური წესების დაცვით (2004 წლამდე ეს ხდებოდა წერილობითი ფორმით). DV-2015 გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აკმაყოფილებს ორ მარტივ პირობას: 1. ის უნდა იყოს ისეთი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციის დაბალი დონით გამოირჩევა (საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა DV-2015 -ს გათამაშებაში); 2. მონაწილეს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრულყოფილი საშუოალო განათლება (12 წლიანი) ან მინიმუმ 2 წელი მუშაობის გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში ისეთ სამუშაოზე, რომლის ათვისებასაც სჭირდება მინიმუმ 2 წლის სწავლა. განცხადების მომზადების წესები: ერთ მონაწილეს უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ გააგზავნოს განცხადება. იმ შემთხვევაში თუ გაგზავნილი იქნება ერთზე მეტი განცხადება ერთი პიროვნებისაგან, ყველა განცხადება იქნება დისკვალიფიცირებული (გაუქმებული). მეუღლეებს და შვილებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ცალ-ცალკე განცხადებით, ამ შემთხვევაში შვილი უნდა იყოს სრულწლოვანი (18წ-ზევით); განცხადების გაგზავნა ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით ინტერნეტის მეშვეობით. განცხადება იწერება ინგლისურ ენაზე; განცხადების გაგზავნისას უკან ბრუნდება შეტყობინებას მისი განცხადების წარმატებით მიღების და ლატარეაში მონაწილეობის შესახებ. ასევე შესაბამისი რეგისტრაციის ნომერი, რასაც შემდეგში გადამწყეტი მნიშვნელობა აქვს. სპეციალურ ინტერნეტ გვერდზე რეგისტრაციის ნომრის მეშვეობით თქვენ შეძლებთ მომავალში გაიგოთ მოიგო თუ არა თქვენმა ანკეტამ. ზუსტი ინსტრუქცია ამის შესახებ როგორ მოწმდება შედეგები იხილეთ აქ: შედეგების შემოწმების ზუსტი ინსტრუქცია. ინფრმაცია DV 2015 მოგების შესახებ გამარჯვებულებს ფოსტით არ მიუვათ, როგორც ეს წინა წლებში იყო. განცხადება იქნება ლიკვიდირებული, თუ მონაწილის (ან მისი ერთერთი ოჯახის წევრის) ინფორმაცია ან ფოტო განცხადებასთან ერთად არ იქნა გაგზავნილი. ჩვენთან შევსების შემთხევვაში ჩვენ დაგეხმარებით სწორად შეავსოთ განცხადეა; თუ გაგზავნილი ფოტოები ზუსტად არ აკმაყოფილებენ გადაღების ან მისი დამუშავების ფორმატს, განცხადება იქნება ლიკვიდირებული. სწორად გადაღებული სურათების ვარიანტები ნახეთ ჩვენს ვებ გვერდზე . სწორად გადაღების გარდა სურათები უნდა იყოს კომპიუტერში დამუშავებული გარკვეული პარამეტრებით. სურათების ელ-ფოსტაზე მოწოდების შემთხვევაში თუ თქვენი სურათი ვიზუალურად შეესაბამება სწორ ვარიანტებს, საბოლოო პარამეტრებით ჩვენ დავამუშავებთ. ჩვენთან შევსების შემთხევვაში ჩვენ თავად დავამუსავებთ სურათებს; განცხადების შინაარსი: 1. სრული სახელი - გვარი, სახელი; 2. დაბადების თარიღი - რიცხვი, თვე, წელი; 3. სქესი - მამრობითი, მდედრობითი; 4. დაბადების ადგილი - ქალაქი, სოფელი, დასახლება; 5. დაბადების ქვეყანა - ტერიტორიის ახლანდელი დასახელება, სადაც დაიბადეთ; 6. ქვეყანა სადაც დაიბადეთ, რომელიც შედის DV მონაწილეთა სიაში 7. ფოტო - გათამაშებაში მონაწილის; 8. საფოსტო მისამართი - (აუცილებელი არაა ის მისამართი, სადაც ხართ ჩაწერილი. ეს შეიძლება იყოს მისამართი, სადაც თქვენ ფაქტიურად ცხოვრობთ); 9. ქვეყანა - სადაც ამჟამად ცხოვრობთ და საიდანაც აგზავნით ანკეტას; 10. ტელეფონის ნომერი; 11. ელ-ფოსტის მისამართი -თქვენი პირადი ელ-ფოსტა (თუ არ გაქვთ ჩვენი კომპანია ჩაწერს თავის ელ-ფოსტას); 12. განათლება - მონიშნავთ შესაბამის ვარიანტს ჩვენს ანკეტაში; 13. ოჯახური მდგომარეობა - მონიშნავთ შესაბამის ვარიანტს ჩვენს ანკეტაში; 14. შვილების რაოდენობა - იგულისხმება მხოლოდ 21 წლამდე დაუქორწინებელი შვილები, ასევე ნაშვილები; 15. ინფორმაცია მეუღლეზე - სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი,დაბადების ადგილი, დაბადების ქვეყანა, შესაბამისი ფოტო; 16. ინფორმაცია შვილებზე -გვარი, სახელი, სქესი, დაბადების თარიღი,დაბადების ადგილი, დაბადების ქვეყანა, შესაბამისი ფოტო; |
||||||
(აღნიშნული ანკეტის ფორმა შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენთან ოფისში, სადაც დაგეხმარებიან მის შევსებაში).
|
||||||
როგორ მიიღოთ მონაწილეობა DV 2015 -ში ჩვენთან ოფისში მოსვლით? თითქმის ყველა განცხადების მესამედი, რომელიც იგზავნება ლატარეაში მონაწილეობის მისაღებად დისკვალიფიცირებულია მისი არასწორი მომზადების გამო. არ უნდა დაუშვათ წვრილმანი შეცდომაც კი. ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც საშუალებას მოგცემთ სწრაფად, ზუსტად და ყველა წესების დაცვით მოამზადოთ განცხადების ფორმა DV-2015-ის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად. ერთი განცხადების მომზადება მოიცავს შემდეგ მომსახურებას: 1. თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მონაწილეობის შეფასება DV-2015-ის ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად; 2. გასაგზავნი განცხადების კვალიფიცირებული მომზადება ინგლისურ ენაზე; 3. სურათების გადაღება ოჯახის ყველა წევრისათვის და მისი დამუსავება DV-2015-ის მოთხოვნილ სტანდარტებზე; 4. მომზადებული განცხადების გაგზავნა ელექტრონულად DV-2015 ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად; 5. განცხადების წარმატებით რეგისტრაციის შესახებ მოსული შეტყობინების მიღება, მისი ამობეჭდვა და პირადად თქვენთვის გადმოცემა ან თქვენს ელ-ფოსტაზე გაგზავნა; მომსახურების ტარიფები: - 20 ლარი მეუღლეებს შეუძლიათ ითამაშონ დამოუკიდებლად, ამ შემთხვევაში ერთ-ერთის მოგება გამოიწვევს მეორის მოგებასაც, მაშასადამე მოგება მთელს ოჯახს ეკუთვნის. ე.ი. ორივე მეუღლის გათამაშებით მოგების შანსი ორმაგდება.
როგორ მიიღოთ მონაწილეობა DV 2015 -ში ინტერნეტით (ოფისში მოსვლის გარეშე)
|
||||||
როგორ უნდა გაიგოთ ნამდვილად დარეგისტრირდა თუ არა ”მწვანე ბარათზე” თქვენი განაცხადი
1. მწვანე ბარათზე წარმატებით განხორციელებული რეგისტრაციის მონაცემები გამოიყურება ასე: დააწკაპუნეთ ბმულზე 2. ოფისის მიერ მოცემული რეგისტრაციის მონაცემების ნამდვილობა გამოვლინდება მხოლოლ რამდენიმე თვეში, 2014 წლის 1 მაისიდან, როდესაც ინტერნეტში დაიდება გათამაშების შედეგები (შემოწმების ზუსტი ინსტრუქცია იხილეთ ამ ტექსტის ქვევით). თუ შემოწმების დროს პროგრამამ ვერ ამოწმებს, აგდებს შეტყობინებას, რომ მონაცემი არასწორია, მაშინ შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ თქვენი რეგისტრაცია ყალბია (რამდენჯერმე გადაამოწმეთ მონაცემების შეტანა, რადგან ბევრს ეშლება სწორად შემოწმება). ოფისი, რომელიც იძლევა ყალბ სარეგისტრაციო კოდებს წესით ყოველ-წელს ტავის სახელწოდებას და ადილს უნდა იცვლიდეს, რადგან რგორც აღვნიშნეთ გამთამაშებელი 1 მაისს ხვდება მოატყუეს თუ არა. ჩვენს ამ საქმეს ვემსახურებით უკვე 10 წელია, ხოლო ერტ მისამართზე ვიმყოფებით 2005 წლიდან. ჩვენ ყოველწელს მოგვმართავენ ძალიან ბევრი ერთი და იგივე მოქალაქეები; 3. რა თქმა უნდა კარგია, როდესაც თავად უყურებთ თუ როგორ ივსება თქვენი რეგისტრაციის მონაცემები და იგზავნება ონლაინით. ასეთ შემთხვევაში იქვე ამოგიბეჭდავენ რეგისტრაციის პასუხს დარწმუნებული იქნებით რომ ნამდვილად გაიგზავნა, მაგრამ მიუხედავად ამისა ბევრი ოფისი და ჩვენც მათ შორის ასე ვერ ვაკეთებთ. ამის მიზეზი არის შემდეგი: გათამაშების შედეგების შმოწმება DV 2014 (2012 წელს დარეგისტრირებული) და DV 2013 (2011 წელს დარეგისტრირებული) მონაწილეების გათამაშების შედეგების ნახვა შესაძლებელია ქვევით მოცემული წესების მიხედვით. თუ სწორად არ შეიყვანთ რომელიმე მონაცემს პროგრამა გამოიტანს, რომ ასეთი მონაცემი არ არსებობს, სხვა შემთხვევაში თქვენ ნახავთ მიღებულ შედეგს ტექსტურად. მონაცემები შეიყვანეთ ჩვენს მიერ გამობეჭდილი რეგისტრაციის ფურცლიდან. მიყევით ამ წესებს:
1. გახსენით ვებ გვერდი: ბმული
2. შეიყვანეთ სწორად თქვენი გათამაშების პარამეტრები შესაბამის ველებში: - Confirmation Numbee (მონაწილის ნომერი) - Last Name (შეიყვანეთ მხოლოდ გვარი) - Year of Birth (დაბადების წელი) - Authentication (ავტორიზაციის კოდი, რაც გამოჩნდება შესავსები ველის მარცხენა მხარეს. ყოველ ახალი შესვლისას ის იცვლება ავტომატურად.) და შემდეგ დააჭირეთ ”Submit" ღილაკს. 3. ამის შემდეგ ნახავთ თქვენს შედეგს. გისურვებთ წარმატებებს! როგორ გამოიყურება პასუხი?
შენიშვნა:
ძალიან ბევრს ელ-ფოსტაზე მოსდით გაურკვეველი წარმომავლობის წერილები გათამაშებაში მოგების თაობაზე, რაშიც დამატებით ფულს ითხოვენ ( ეს ფულის გამოძალვის შემთხვევებია). პირადად შეამოწმეთ თქვენი გათამაშების შედეგი და არ ენდოთ სხვას.
|
||||||
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გმზ. 16; VIII სართული; ოთახი 811. (მეტრო სამედიცინოსთან) კომპანია "SPAR" ტელ: 37-46-29; 42-47-00; 305-212 Created by SPAR.GE |