|
||
![]() |
||
|
გათამაშები |
|
მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ როგორც ადგილზე მოსვლით, ასევე ინტერნეტის მეშვეობით.
შედეგების გაგება შესაძლებელია ინტერნეტით 15.07.2011-დან შემდეგნაირად:
ახალი გათამაშება DV-2013 |
||
|
"მწვანე" ბარათი (US Green Card "გრინ-ქარდი") - წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ნებისმიერ პიროვნებას აძლევს უფლებას მუდმივად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო 5 წლის შემდეგ თავის ოჯახის წევრებთან ერთად ეძლევა ამერიკის მოქალაქეობა. მწვანე ბარათის მფლობელ ემიგრანტს უფლება აქვს შეერთებულ შტატებში იცხოვროს განუსაზღვრელი პერიოდი და არ შეიცვალოს თავისი მოქალაქეობა, მაგრამ გამოიყენოს ამერიკის მოქალაქის ყველა უფლება (გარდა არჩევნებში მონაწილეობისა). ყველაზე ადვილი და რეალური საშუალება მოვიპოვოთ "მწვანე" ბარათი არის მონაწილეობის მიღება "მწვანე" ბარათის გათამაშებაში, რომელიც ყოველწლიურად ოფიციალურად ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს.
|
||
მონაწილეობის პირობები და წესები DV-2013 გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა განცხადება გაიგზავნოს მკაცრად განსაზღვრული პერიოდის შუალედში: 04.10.2011-დან 05.11.2011 -მდე (ბოლო დღეს განაცხადები არ მიიღება) . განცხადება გაგზავნილი უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სპეციალური წესების დაცვით (2004 წლამდე ეს ხდებოდა წერილობითი ფორმით). DV-2013 გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აკმაყოფილებს ორ მარტივ პირობას: 1. ის უნდა იყოს ისეთი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციის დაბალი დონით გამოირჩევა (საქართველო და თ.ქ.კ. (სნგ) ს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა DV-2013 -ს გათამაშებაში); 2. მონაწილეს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრულყოფილი საშუოალო განათლება ან მინიმუმ 2 წელი მუშაობის გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში ისეთ სამუშაოზე, რომელის ათვისებაც სჭირდება მინიმუმ 2 წლის სწავლა. განცხადების მომზადების წესები: ერთ მონაწილეს უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ გააგზავნოს განცხადება. იმ შემთხვევაში თუ გაგზავნილი იქნება ერთზე მეტი განცხადება ერთი პიროვნებისაგან, ყველა განცხადება იქნება დისკვალიფიცირებული (გაუქმებული). მეუღლეებს და შვილებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ცალ-ცალკე განცხადებით, ამ შემთხვევაში შვილი უნდა იყოს სრულწლოვანი (18წ-ზევით); განცხადების გაგზავნა ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით ინტერნეტის მეშვეობით. ჩვეულებრივ წერილობითი ფორმით გაკეთებული განცხადება არ მიიღება; განცხადება იწერება ინგლისურ ენაზე; განცხადების გაგზავნისას უკან ბრუნდება შეტყობინებას მისი განცხადების წარმატებით მიღების და ლატარეაში მონაწილეობის შესახებ. ასევე შესაბამისი რეგისტრაციის ნომერი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. რეგისტრაციის ნომრის მეშვეობით თქვენ შეძლებთ მომავალში გაიგოთ მოიგო თუ არა თქვენმა ანკეტამ, რაც შესაძლებელი იქნება სპეციალური საიტის მეშვეობით 2012 წლის 1 მაისის შემდეგ. განცხადება იქნება ლიკვიდირებული, თუ მონაწილის (ან მისი ერთერთი ოჯახის წევრის) ინფორმაცია ან ფოტო განცხადებასთან ერთად არ იქნა გაგზავნილი; თუ გაგზავნილი ფოტოები ზუსტად არ აკმაყოფილებენ გადაღების ან მისი დამუშავების ფორმატს, განცხადება იქნება ლიკვიდირებული. სწორად გადაღებული სურათების ვარიანტები ნახეთ ჩვენს ვებ გვერდზე . სწორად გადაღების გარდა სურათები უნდა იყოს კომპიუტერში დამუშავებული გარკვეული პარამეტრებით. სურათების ელ-ფოსტაზე მოწოდების შემთხვევაში თუ თქვენი სურათი ვიზუალურად შეესაბამება სწორ ვარიანტებს, საბოლოო პარამეტრებით ჩვენ დავამუშავებთ. განცხადების შინაარსი: 1. სრული სახელი - გვარი, სახელი; 2. დაბადების თარიღი - რიცხვი, თვე, წელი; 3. სქესი - მამრობითი, მდედრობითი; 4. დაბადების ადგილი - ქალაქი, სოფელი, დასახლება; 5. დაბადების ქვეყანა - ტერიტორიის ახლანდელი დასახელება, სადაც დაიბადეთ; 6. ქვეყანა სადაც დაიბადეთ, რომელიც შედის DV მონაწილეთა სიაში 7. ფოტო - განმცხადებლის; 8. საფოსტო მისამართი - (აუცილებელი არაა ის მისამართი, სადაც ხართ ჩაწერილი. ეს შეიძლება იყოს თქვენი ნათესავის მისამართიც); 9. ქვეყანა - სადაც ამჟამად ცხოვრობთ და საიდანაც აგზავნით ანკეტას; 10. ტელეფონის ნომერი; 11. ელ-ფოსტის მისამართი - (თუ არ გაქვთ კომპანია ჩაწერს თავის ელ-ფოსტას); 12. განათლება; 13. ოჯახური მდგომარეობა; 14. შვილების რაოდენობა - 21 წლამდე დაუქორწინებელი შვილები; 15. ინფორმაცია მეუღლეზე - სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი,დაბადების ადგილი, დაბადების ქვეყანა, ფოტო; 16. ინფორმაცია შვილებზე -გვარი, სახელი, სქესი, დაბადების თარიღი,დაბადების ადგილი, დაბადების ქვეყანა, ფოტო; |
||
| შესავსები ფორმის გადმოტვირთვა |
||
მიიღე მონაწილეობა, გაეცანი მომსახურების პირობებს თითქმის ყველა განცხადების მესამედი, რომელიც იგზავნება ლატარეაში მონაწილეობის მისაღებად დისკვალიფიცირებულია მისი არასწორი მომზადების გამო. არ უნდა დაუშვათ წვრილმანი შეცდომაც კი. ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც საშუალებას მოგცემთ სწრაფად, ზუსტად და ყველა წესების დაცვით მოამზადოთ განცხადების ფორმა DV-2013-ის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად. ერთი განცხადების მომზადება მოიცავს შემდეგ მომსახურებას: თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მონაწილეობის შეფასება DV-2013-ის ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად; ანკეტის შვსებისას თან სასურველია იქონიოთ შემდეგი საბუთები: გასაგზავნი განცხადების კვალიფიცირებული მომზადება ინგლისურ ენაზე; მომზადებული განცხადების გაგზავნა ელექტრონული ფორმით DV-2013 ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად; განცხადების წარმატებით რეგისტრაციის შესახებ მოსული შეტყობინების მიღება, მისი ამობეჭდვა და პირადად თქვენთვის გადმოცემა ან თქვენს ელ-ფოსტაზე გაგზავნა; მომსახურების ტარიფები: ერთი ანკეტის გათამაშება - 15 ლარი (ღირებულებაში შედის სურათების გადაღება და დამუშავება ყველა ოჯახის წევრზე); მეუღლეებს შეუძლიათ ითამაშონ დამოუკიდებლად, ამ შემთხვევაში ერთ-ერთის მოგება გამოიწვევს მეორის მოგებასაც, მაშასადამე ორივე მეუღლის გათამაშებით მოგების შანსი ორმაგდება. თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ადგილზე მოსვლის გარეშეც, რისთვისაც საჭიროა შემდეგი:
|
||
|
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გმზ. 16; VIII სართული; ოთახი 811. (მეტრო სამედიცინოსთან) კომპანია "SPAR" ტელ: 37-46-29; 42-47-00; 305-212 |
||