როგორ გადაიხადოთ სწორად და გამოიყენოთ გადახდის ქვითარი ინტერნეტით ანკეტის გაგზავნისას?
1. ქვემოთ მოცემულ საბანკო რეკვიზიტზე გადაიხადეთ მომსახურების თანხა წინასწარ. გათამაშებაში მონაწილეობის ღირებულება: - 1 კაციანი განაცხადი -30.00 ლარი - 2 და მეტი კაციანი - 40.00 ლარი; არ შეიძლება რამდენიმე განაცხადის თანხა ერთი ქვითრით გადაიხადოთ და მიამაგროთ რამდენიმე ანკეტას, ეს გამოიწვევს გაუგებრობას. თუ თანხას სხვა პიროვნება იხდის, მაშინ დანიშნულებაში უნდა მიაწეროს: ”მწვანე ბარათი” და მონაწილის სახელი და გვარი (რეგისტრაციის ანკეტის დასაწყისში ვისი სახელი და გვარიც იწერება). შეუძლებელია ერთი გადახდის ქვითარი გაგზავნისას მიაკრათ ორ სხვადასხვა ანკეტას. ჩვენი ოპერატორები მკაცრად აკონტროლებენ ამას.
შეგიძლიათ გადახადოთ PAYBOX აპარატიდანაც, ნახეთ ინსტრუქცია: გადახდა paybox აპარატიდან დანიშნულებაში მიუთითეთ: ”მწვანე ბარათი”, მონაწილის სახელი და გვარი ( რეგისტრაციის ანკეტის დასაწყისში ვისი სახელი და გვარიც იწერება).
2. აღნიშნული გადახდის ქვითარი დაასკანირეთ ან გადაუღეთ ფოტო. ის დაგჭირდებათ ანკეტის გაგზავნისას ინტერნეტში. წინააღმდეგ შემთხვევაში ანკეტა არ მიიღება. თუ შემთხვევით აღნიშნული ქვითარი დაგეკარგათ, მაშინ შეგიძლიათ გააკეთოთ სურათის ფორმატში დაწერილი ტექსტი: ბანკის სახელწოდება, გადახდის თარიღი, მონაწილის სახელი და გვარი (ქვითრის დანიშნულებაში ვისი სახელი და გვარიც ეწერა) და აღნიშნული ტექსტი-სურათი მიაკარით online ანკეტას ქვითრის მაგივრად. ჩვენ ბანკის ამონაწერით შევამოწმებთ თქვენი გადახდას.
.
|
|||
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გმზ. 16; VIII სართული; ოთახი 811. (მეტრო სამედიცინოსთან) კომპანია "SPAR" მობ: 5(93)188661E-mail: greencard@spar.ge http://greencard.spar.ge http://spar.ge Created by SPAR.GE |