|
||||||
![]() |
||||||
DV 2013 (2011 წელს დარეგისტრირებული) და DV 2014 (2012 წელს დარეგისტრირებული) მონაწილეების გათამაშების შედეგების ნახვა შესაძლებელია ქვევით მოცემული წესების მიხედვით. თუ სწორად არ შეიყვანეთ რომელიმე მონაცემი დაწერს, რომ ასეთი მონაცემი არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ნახავთ მიღებულ შედეგს ტექსტურად. ჩვენთან მიღებული რეგისტრაციის მონაცემებში შეცდომა შეუძლებელია, ვინაიდან ჩვენთან გამოიბეჭდა კომპიუტერით მიღებული პასუხი, რომელსაც აგზავნის პროგრამა და არა ადამიანი. თუ პროგრამა ამბობს რომ მონაცემი ან კოდი არასწორია, შეცდომა ეძებეთ თქვენ შეყვანილში და არ დაიზაროთ რამდენჯერმე შემოწმება. ჩვენთან მოსვლის და შემოწმების შემთხვევაში 100%-იანი სტატისტიკით მომხმარებელი გამოდის შეცდომის დამშვები. გისურვებთ წარმატებებს. მონაცემები შეიყვანეთ ჩვენს მიერ გამობეჭდილი რეგისტრაციის ფურცლიდან.
1. გახსენით ვებ გვერდი: ბმული
2. შეიყვანეთ სწორად თქვენი გათამაშების პარამეტრები შესაბამის ველებში: - Confirmation Numbee (მონაწილის ნომერი) - Last Name (შეიყვანეთ მხოლოდ გვარი) - Year of Birth (დაბადების წელი) - Authentication (ავტორიზაციის კოდი, რაც გამოჩნდება შესავსები ველის მარცხენა მხარეს. ყოველ ახალი შესვლისას ის იცვლება ავტომატურად.) და შემდეგ დააჭირეთ ”Submit" ღილაკს. 3. ამის შემდეგ ნახავთ თქვენს შედეგს. გისურვებთ წარმატებებს! როგორ გამოიყურება პასუხი? ნახეთ აქ
თუ ამ გათამაშებაში ვერ გახდით გამარჯვებული , თქვენი მონაცემები მაინც შეინახეთ, რადგან 2013 წლის 1 ოქთომბრამდე შეიძლება დაემატოს დამატებითი მოგებულების სია, რასაც ასევე შეამოწმებთ თქვენი გათამაშების მონაცემებით. დამატებითი სია ქვეყნდება იმის გამო, რომ ყველა მოგებული ვერ ახერხებს ამ მოგების გამოყენებას ამა თუ იმ მიზეზის გამო, ან თავად ამბობს უარს.
|
|
|||||
მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ როგორც ადგილზე მოსვლით, ასევე ინტერნეტის მეშვეობით.
|
||||||
"მწვანე" ბარათი (US Green Card "გრინ-ქარდი".) - წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ნებისმიერ პიროვნებას აძლევს უფლებას მუდმივად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში (Экономика США), ხოლო 5 წლის შემდეგ თავის ოჯახის წევრებთან ერთად ეძლევა ამერიკის მოქალაქეობა. მწვანე ბარათის მფლობელ ემიგრანტს უფლება აქვს შეერთებულ შტატებში იცხოვროს განუსაზღვრელი პერიოდი და არ შეიცვალოს თავისი მოქალაქეობა, მაგრამ გამოიყენოს ამერიკის მოქალაქის ყველა უფლება (გარდა არჩევნებში მონაწილეობისა). ყველაზე ადვილი და რეალური საშუალება მოვიპოვოთ "მწვანე" ბარათი არის მონაწილეობის მიღება "მწვანე" ბარათის გათამაშებაში, რომელიც ყოველწლიურად ოფიციალურად ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს.
|
||||||
მონაწილეობის პირობები და წესები DV-2014 გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა განცხადება გაიგზავნოს მკაცრად განსაზღვრული პერიოდის შუალედში: 02.10.2012-დან 03.11.2012 -მდე (ბოლო დღეს განაცხადები არ მიიღება) . განცხადება გაგზავნილი უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სპეციალური წესების დაცვით (2004 წლამდე ეს ხდებოდა წერილობითი ფორმით). DV-2014 გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აკმაყოფილებს ორ მარტივ პირობას: 1. ის უნდა იყოს ისეთი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციის დაბალი დონით გამოირჩევა (საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა DV-2014 -ს გათამაშებაში); 2. მონაწილეს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრულყოფილი საშუოალო განათლება ან მინიმუმ 2 წელი მუშაობის გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში ისეთ სამუშაოზე, რომლის ათვისებასაც სჭირდება მინიმუმ 2 წლის სწავლა. განცხადების მომზადების წესები: ერთ მონაწილეს უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ გააგზავნოს განცხადება. იმ შემთხვევაში თუ გაგზავნილი იქნება ერთზე მეტი განცხადება ერთი პიროვნებისაგან, ყველა განცხადება იქნება დისკვალიფიცირებული (გაუქმებული). მეუღლეებს და შვილებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ცალ-ცალკე განცხადებით, ამ შემთხვევაში შვილი უნდა იყოს სრულწლოვანი (18წ-ზევით); განცხადების გაგზავნა ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით ინტერნეტის მეშვეობით. განცხადება იწერება ინგლისურ ენაზე; განცხადების გაგზავნისას უკან ბრუნდება შეტყობინებას მისი განცხადების წარმატებით მიღების და ლატარეაში მონაწილეობის შესახებ. ასევე შესაბამისი რეგისტრაციის ნომერი, რასაც შემდეგში გადამწყეტი მნიშვნელობა აქვს. სპეციალურ ინტერნეტ გვერდზე რეგისტრაციის ნომრის მეშვეობით თქვენ შეძლებთ მომავალში გაიგოთ მოიგო თუ არა თქვენმა ანკეტამ. ზუსტი ინსტრუქცია ამის შესახებ გამოქვეყნდება ჩვენს ვებ გვერდზე. ინფრმაცია DV 2014 მოგების შესახებ გამარჯვებულებს ფოსტით არ მიუვათ, როგორც ეს წინა წლებში იყო. განცხადება იქნება ლიკვიდირებული, თუ მონაწილის (ან მისი ერთერთი ოჯახის წევრის) ინფორმაცია ან ფოტო განცხადებასთან ერთად არ იქნა გაგზავნილი. ჩვენთან შევსების შემთხევვაში ჩვენ დაგეხმარებით სწორად შეავსოთ განცხადეა; თუ გაგზავნილი ფოტოები ზუსტად არ აკმაყოფილებენ გადაღების ან მისი დამუშავების ფორმატს, განცხადება იქნება ლიკვიდირებული. სწორად გადაღებული სურათების ვარიანტები ნახეთ ჩვენს ვებ გვერდზე . სწორად გადაღების გარდა სურათები უნდა იყოს კომპიუტერში დამუშავებული გარკვეული პარამეტრებით. სურათების ელ-ფოსტაზე მოწოდების შემთხვევაში თუ თქვენი სურათი ვიზუალურად შეესაბამება სწორ ვარიანტებს, საბოლოო პარამეტრებით ჩვენ დავამუშავებთ. ჩვენთან შევსების შემთხევვაში ჩვენ თავად დავამუსავებთ სურათებს; განცხადების შინაარსი: 1. სრული სახელი - გვარი, სახელი; 2. დაბადების თარიღი - რიცხვი, თვე, წელი; 3. სქესი - მამრობითი, მდედრობითი; 4. დაბადების ადგილი - ქალაქი, სოფელი, დასახლება; 5. დაბადების ქვეყანა - ტერიტორიის ახლანდელი დასახელება, სადაც დაიბადეთ; 6. ქვეყანა სადაც დაიბადეთ, რომელიც შედის DV მონაწილეთა სიაში 7. ფოტო - გათამაშებაში მონაწილის; 8. საფოსტო მისამართი - (აუცილებელი არაა ის მისამართი, სადაც ხართ ჩაწერილი. ეს შეიძლება იყოს მისამართი, სადაც თქვენ ფაქტიურად ცხოვრობთ); 9. ქვეყანა - სადაც ამჟამად ცხოვრობთ და საიდანაც აგზავნით ანკეტას; 10. ტელეფონის ნომერი; 11. ელ-ფოსტის მისამართი -თქვენი პირადი ელ-ფოსტა (თუ არ გაქვთ ჩვენი კომპანია ჩაწერს თავის ელ-ფოსტას); 12. განათლება - მონიშნავთ შესაბამის ვარიანტს ჩვენს ანკეტაში; 13. ოჯახური მდგომარეობა - მონიშნავთ შესაბამის ვარიანტს ჩვენს ანკეტაში; 14. შვილების რაოდენობა - იგულისხმება მხოლოდ 21 წლამდე დაუქორწინებელი შვილები, ასევე ნაშვილები; 15. ინფორმაცია მეუღლეზე - სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი,დაბადების ადგილი, დაბადების ქვეყანა, შესაბამისი ფოტო; 16. ინფორმაცია შვილებზე -გვარი, სახელი, სქესი, დაბადების თარიღი,დაბადების ადგილი, დაბადების ქვეყანა, შესაბამისი ფოტო; |
||||||
(აღნიშნული ანკეტის ფორმა შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენთან ოფისში, სადაც დაგეხმარებიან მის შევსებაში). |
||||||
გათამაშება ჩვენთან ოფისში მოსვლით მისამართი: ვაჟა-ფშაველას გმზ. 16; მე-8 სართული; ოთახი 811. (მეტრო სამედიცინოსთან)
თითქმის ყველა განცხადების მესამედი, რომელიც იგზავნება ლატარეაში მონაწილეობის მისაღებად დისკვალიფიცირებულია მისი არასწორი მომზადების გამო. არ უნდა დაუშვათ წვრილმანი შეცდომაც კი. ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც საშუალებას მოგცემთ სწრაფად, ზუსტად და ყველა წესების დაცვით მოამზადოთ განცხადების ფორმა DV-2014-ის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად. ერთი განცხადების მომზადება მოიცავს შემდეგ მომსახურებას: თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მონაწილეობის შეფასება DV-2014-ის ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად; ანკეტის შვსებისას თან სასურველია იქონიოთ შემდეგი საბუთები: გასაგზავნი განცხადების კვალიფიცირებული მომზადება ინგლისურ ენაზე; მომზადებული განცხადების გაგზავნა ელექტრონული ფორმით DV-2014 ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად; განცხადების წარმატებით რეგისტრაციის შესახებ მოსული შეტყობინების მიღება, მისი ამობეჭდვა და პირადად თქვენთვის გადმოცემა ან თქვენს ელ-ფოსტაზე გაგზავნა; მომსახურების ტარიფები: ერთი ანკეტის (პიროვნბის) გათამაშება - 20 ლარი (ღირებულებაში შედის სურათების გადაღება და დამუშავება ოჯახის ყველა წევრზე); მეუღლეებს შეუძლიათ ითამაშონ დამოუკიდებლად, ამ შემთხვევაში ერთ-ერთის მოგება გამოიწვევს მეორის მოგებასაც, მაშასადამე ორივე მეუღლის გათამაშებით მოგების შანსი ორმაგდება.
თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ინტერნეტით, ადგილზე მოსვლის გარეშეც, რისთვისაც საჭიროა შემდეგი:
|
||||||
|
|
||||||
|
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გმზ. 16; VIII სართული; ოთახი 811. (მეტრო სამედიცინოსთან) კომპანია "SPAR" ტელ: 37-46-29; 42-47-00; 305-212 Created by SPAR.GE |
||||||