

GREENCARD DV-2027
DV-2027 წლის მწვანე ბარათის ლატარიის დაწყება დროებით გადაიდო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ არ გამოუცხადებია 2027 წლის მრავალფეროვნების ლატარიის ოფიციალური
რეგისტრაციის თარიღები, მაგრამ არის ჩანაწერი, რომ ინფორმაცია მომდევნო თვეებში აუცილებლად გამოქვეყნდება. მუდმივად
თავალური ადევნეთ ჩვენს ვებგვერდს და შეიტყობთ უახლეს ინფორმაციას გამოქვეყნებისთანავე. გთხოვთ მხოლოდ ამ
ინფორმაციისთვის განუწყვეტლივ არ დაგვირეკოთ.

რეგისტრაციის პერიოდი:
გადაიდო, ახალი თარიღები ჯერ არაა გამოქვეყნებული
შენიშვნა: ბოლო 3-4 დღე შესაძლებელია გადატვირთულობს გამო რეგისტრაცია
გაჭირდეს, ამიტომ ეცადეთ ოქტომბრის თვეში დარეგისტრირდეთ.
ბოლო დღეს დაგვიანებით შემოტანილი განცხადების ვერ გაგზავნის შემთხვევაში შემვსები თანახმაა უარი თქვას
გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, მომავალ წელს განაცხადის უფასოდ გაგზავნის სანაცვლოდ,
წინააღმდეგ შემთხევვაში გთხოვთ არ შეავსოთ განაცხადი.
ღირებულება:
- დაუქორწინებელზე (1 კაცი) რეგისტრაცია - 40.00 ლარი;
- დაქორწინებულზე ( ოჯახი ) რეგისტრაცია - 50.00 ლარი;
რჩევები შევსების დაწყებამდე
|
1. აპლიკაციის შევსებისას სახელები და გვარები აუცილებლად უნდა ჩაიწეროს მხოლოდ ინგლისურ ენაზე, როგორც გაქვთ დაფიქსირებული საზღვარგარეთის პასპორთში ან ID ბარათში.
2. სხვა მონაცემებიც ინგლისურად მოითხოვება, მაგრამ თუ მონაწილე ვერ ახერხებს სხვა ველების ინგლისურად შევსებას ჩვენი სპეციალისტები თავად თარგმნიან მათ. მაგ: მისამართი და სხვა.
3. სურათი აუცილებლად უნდა იყოს გადაღებული ვიზუალური მოთხოვნების დაცვით, გაეცანით აქ: http://greencard.spar.ge/photos.html , ციფრულ პარამეტრებს ჩვენ დავაკორექტირებთ;
4. გადახდა შესაძლებელია 2 გზით:
1). VISA / Mastercard - მიუთითეთ შესაბისი ველი აპლიკაციის შევსებისას; 2). ბანკში გადახდილი ქვითარი დასკანირებული ან ფოტოს სახით ატვირთეთ შესაბამის ველში. სად და როგორ გადაიხადოთ ნახეთ აქ: გადახდის წესი
5. განაცხადის გამოგზავნისთანავე მიიღებთ აპლიკაციის ID ნომერს და ბმულს, ასევე გადმოგეგზავნებათ ელ-ფოსტაზეც. ამ მონაცემებით შეძლებთ განაცხადის შემოწმებას თუ რა გამოაგზავნეთ. შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაგვიკაბშირდით ტელეფონზე.
თუ აპლიკაცია არ გამოიგზავნა დააკვირდით შენიშვნებს შეცდომებს აპლიკაციის ველების თავში. როცა თქვენი განაცხადის სტატუსი გახდება "გაგზავნილი" შეგიძლიათ ჩვენი საიტიდან ჩამოტვირთოთ რეგისტრაციის კოდი, რომელიც დაგჭირდებათ შედეგების შესამოწმებლად რეგისტრაციიდან მომავალი წლის მაისში. განაცხადის სტატუსს ამოწმებთ რეგისტრაციის ბმულიდან, რომელიც გეგზავნებათ აპლიკაციის გამოგზავნისთანავე.
|
მიაქციეთ ყველა ველის ქვეშ მიწერილ შენიშვნებს !